შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ მელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1986-1996 წწ. ქალაქის I საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1996 წლის აპრილიდან კარდიოლოგიურ კლინიკა "გული"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც წარმოადგენდა პირველ კარდიოლოგიური პროფილის კერძო სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში; 2003 წელს კლინიკამ საფუძველი ჩაუყარა ინვაზიური რითმოლოგიის განვითარებას; საქართველოში პირველად სწორედ ამ კლინიკაში ჩაიდგა კარდიოვერტერ - დეფიბრილატორი და სამკამერიანი პეისმეიკერი, რომელიც თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევად ითვლება. სამეცნიერო ინტერესების სფერო: მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები; რეფრაქტერინის გამოყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში; რითმის ვარიაბელობის მნიშვნელობა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ინვაზიური მეთოდების როლი და ადგილი გულის დაავადებების მკურნალობაში. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი და ჯილდო, მათ შორის: ევროპის ბიზნეს ასამბლეის ჯილდო "გაერთიანებული ევრიპა", სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა და ადამიანთა სიცოცხლეზე განუხრელი ზრუნვისათვის მიენიჭა ტიტული "სოფლის მშენებელი - მეცენატი 2010", გაერთიანებული ევროპის საერთაშორისო ჯილდო მისი პირადი წვლილისათვის ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში (2010), ორდენი - "ეკონომიკის ვარსკვლავი", ევროპის ბიზნეს ასამბლეა-საფრანგეთი, კანი, საუკეთესო ხარისხისა და მართვის ფორუმზე მიენიჭა წლის "საუკეთესო მენეჯერი"-ს წოდება (2016). კარდიოლოგი, პროფესორი. წყარო: კარდიოლოგიური კლინიკა "გული": guli.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |