The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ მელია

ანზორ მელია
Date of birth:5 August, 1947  (77 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს და იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1986-1996 წწ. ქალაქის I საავადმყოფოში ხელმძღვანელობდა კარდიოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1996 წლის აპრილიდან კარდიოლოგიურ კლინიკა "გული"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, რომელიც წარმოადგენდა პირველ კარდიოლოგიური პროფილის კერძო სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში; 2003 წელს კლინიკამ საფუძველი ჩაუყარა ინვაზიური რითმოლოგიის განვითარებას; საქართველოში პირველად სწორედ ამ კლინიკაში ჩაიდგა კარდიოვერტერ - დეფიბრილატორი და სამკამერიანი პეისმეიკერი, რომელიც თანამედროვე კარდიოლოგიის მიღწევად ითვლება. სამეცნიერო ინტერესების სფერო: მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები; რეფრაქტერინის გამოყენება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში; რითმის ვარიაბელობის მნიშვნელობა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ინვაზიური მეთოდების როლი და ადგილი გულის დაავადებების მკურნალობაში. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია. მიღებული აქვს მრავალი სერთიფიკატი და ჯილდო, მათ შორის: ევროპის ბიზნეს ასამბლეის ჯილდო "გაერთიანებული ევრიპა", სამედიცინო კლინიკური ინოვაციებისა და ადამიანთა სიცოცხლეზე განუხრელი ზრუნვისათვის მიენიჭა ტიტული "სოფლის მშენებელი - მეცენატი 2010", გაერთიანებული ევროპის საერთაშორისო ჯილდო მისი პირადი წვლილისათვის ევროპული ინტეგრაციის განვითარებაში (2010), ორდენი - "ეკონომიკის ვარსკვლავი", ევროპის ბიზნეს ასამბლეა-საფრანგეთი, კანი, საუკეთესო ხარისხისა და მართვის ფორუმზე მიენიჭა წლის "საუკეთესო მენეჯერი"-ს წოდება (2016). კარდიოლოგი, პროფესორი.

ყარო: კარდიოლოგიური კლინიკა "გული": guli.ge

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, საპატიო წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, საპატიო წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: