Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
საშკა იოსელიანი![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შალვა გაწერელიას კლასი) 1973 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში; 1978 წლიდან მოღვაწეობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; ფილმოგრაფია: "კედელი" (გოგი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა (1966); "არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე, 1975);"გაქცევა გათენებისას" (კორნეტი, რეჟ. სიკო დოლიძე, 1975); "ჰობოი" (რეჟ. რევაზ კეზელი, 1977); "დათა თუთაშხია" (ვახტანგ შალითური, რეჟ.: გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია, 1978); "ზეიმი" (რეჟ. ირაკლი შავლიაშვილი, 1988); "ოქროს ობობა" (კახი, რეჟ.: მიხეილ ანთაძე, გიორგი (გოგი) ქავთარაძე, დავით კვირცხალია, 1992. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში; იგი 1993 წელს აფხაზეთის ომში დაიღუპა. თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.136; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.204-208 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |