The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მამფორია

მიხეილ მამფორია
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1974  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზედა ეწერი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1927 წელს.

1921-1922 წწ. სამეგრელოს მუზეუმის (დღევ. ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის) დამაარსებლის - აკაკი ჭანტურიას მიწვევით მუშაობდა მუზეუმის დირექტორის მოადგილედ; 1925-1931 წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მცხეთაში; 1931-1933 წწ. მსახურობდა მცხეთაში განათლების განყოფილების ინსპექტორად, ხოლო მოგვიანებით, იქვე, განათლების განყოფილების გამგედ; 1933-1934 წწ. იყო მცხეთის საშუალო სკოლის დირექტორი; 1934 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ძველი ქვეყნების ისტორიის განხრით, რომლის დატოვება მოუწია რეპრესიის შედეგად, ფედერალისტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო; 1934-1945 წწ. მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად თბილისის მე-14 საშუალო სკოლაში, ხოლო 1945 წლის აპრილიდან 1962 წლის იანვრამდე - საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდისტად ისტორიის სწავლების დარგში; ამავე პერიოდში ის შეთავსებით მუშაობდა თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ისტორიის კაბინეტის გამგედ და აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას: 1945-1948 წწ. ლექციებს კითხულობდა საბერძნეთისა და რომის ძველ ისტორიაში  სოხუმის, ხოლო 1848-1958 წწ. გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1962 წლის თებერვლიდან მ. მამფორიამ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე, სადაც სიცოცხლის ბოლომდე (1974 წლამდე) ლექციებს კითხულობდა ისტორიის სწავლების მეთოდიკაში. ისტორიის სწავლების საკითხებისადმი მიძღვნილი აქვს 20-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ისტორიის სწავლების მეთოდიკის დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის გამოქვეყნება ვერ მოასწრო მოულოდნელი გარდაცვალების გამო. მ. მამფორია იყო გამორჩეული ბიბლიოფილი და უნიკალური ბიბლიოთეკის პატრონი. მისი პირადი ბიბლიოთეკა გადაეცა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს.

წყარო: კრებული მიძღვნილი მიხეილ მამფორიას და გერმან სიმონიძის ხსოვნისადმი / თსუ; რედ.: მ. კალანდაძე. - თბ., 2005. - 247გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: