The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი
დაბადების თარიღი:11 ივნისი, 1990  (33 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მარკეტინგის სპეციალობით 2011 წელს; ბერკლის უნივერსიტეტი (კალიფორნია, აშშ) ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი, ბაკალავრიატი; თავისუფალი უნივერსიტეტი (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი.

2010-2012წწ. შპს "აჭარა ჯგუფი" - ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელის მოადგილე; 2012-2014წწ. სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ხელმძღვანელის მოადგილე; 2014-2019წწ. შპს "ვოიაჟერი" - გენერალური დირექტორი, ა/კ flydubai - რეგიონალური მენეჯერი საქართველოში; მისი ხელმძღვანელობით და პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად გაიხსნა ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებები (2017-2018); ავიაკომპანიის Flynas საქართელოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტის ინიცირება და მართვა (2018), ავიაკომპანიის Salam Air საქართელოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტის ინიცირება და მართვა (2018), ავიაკომპანიის Jazeera Airways საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, ტენდერში გამარჯვების საფუძველზე (2018), ავიაკომპანიის Gulf Air საქართველოში წარმომადგენლობის გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, ტენდერში გამარჯვების საფუძველზე (2018); 2019-2020წწ. სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 11.12.2020-25.05.2021წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; მიღებული აქვს "Business Negotiation" სერთიფიკატი - by Mark Young. Dubai, UAE (2016), "Leadership Simulation" სერთიფიკატი - Harvard University leadership platform (2016), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ჯილდო - "საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის" (2016). 2021 წლის მაისიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: economy.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2021)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, საბჭოს თავმჯდომარე (2021-2021)

გააზიარე: