The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კეისარ კაშიევა

კეისარ კაშიევა
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1893
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1972  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1907-1908 წლებში სწავლობდა კავკასიის საზოგადოების სახვითი ხელოვნების სამხატვრო კლასში.

მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა ამიერკავკასიის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებაში, რომელიც აერთიანებდა თბილისური ელიტის მუსლიმ ქალებს. მუშაობდა აფიშებზე და პლაკატებზე, აფორმებდა სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოსაწვევებს და სხვ. თავის პირველ ნამუშევრებს ასრულებდა ფანქრით, აკვარელით, ტუშით და ნახშირით. კეისარ კაშიევას მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი გერმანელი მხატვრები - მიუმჰენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულები ოსკარ შმერლინგი და კარლ ზუმერი. 1905-1915 წლებში შექმნა უამრავი პორტრეტი, ნახატი და პეიზაჟი. მუშაობდა ფანქრით, აკვარელით, ნახშირით. ამ პერიოდის ნაშრომებს მიეკუთვნება "ი. გოვცაროვის პორტრეტი" (1909), "მუსულმანი ინტელიგენტი" (1912), "ტბის ნაპირი" (1914), "ბაბა იაგა" (1915) და სხვ. 1918 წლის შემდეგ კეისარ კაშიევას მიერ აკვარელით და ზეთის საღებავებით შესრულებული აქვს რეალისტური მიმართულების ნახატები "დიდებული ქალი", "მოხუცი დარაჯი", "ქართველი გოგონა", "მონადირე", "მეხანძრე", "გოგოლის პორტრეტი" და სხვ. 1916 წელს იგი ცოლად გაჰყვა პოლკოვნიკ შირინ-ბეგ კესამანსკის, რომელიც პირველ მსოფლიო ომში მძიმედ დაჭრილი თბილისში დაბრუნდა. 1918 წლის ბოლოს, აზერბაიჯანის დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ კეისარ კაშიევა საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სადაც ეწეოდა ქალთა საგანმანათლებლო მოღვაწეობას, მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა რესპუბლიკის კულტურულ ცხოვრებაში. გასაბჭოების შემდეგ კეისარმა მუშაობა დაიწყო ქალთა ა. ბაირამოვის სახელობის სახვითი ხელოვნების კლასის განყოფილებაში. ამ წლებში კეისარ კაშიევა ქმნიდა ორიგინალურ ილუსტრაციებს პოპულარული ქალთა ჟურნალისათვის "შიარგ გადინი". 1938 წელს მისი მეორე მეუღლე პოლიტიკური მიზეზების გამო დააპატიმრეს და ცოლთან ერთად გადაასახლეს. 1956 წელს კეისარ კაშიევა რეაბილიტირებულ იქნა, მისი ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

წყარო: amp.ka.shops-net.com


გააზიარე: