The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლადო ბაქრაძე

ლადო ბაქრაძე
Legal name:ვლადიმერ ბაქრაძე
Date of birth:1884
Date of death:1953  (at 69 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Diplomat, Critic, Literary scholar

Biography

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა ჯერ ოდესის, შემდეგ ჟენევის უნივერსიტეტებში.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ ცოტა ხნით ჟენევიდან სამშობლოში დაბრუნდა, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ–დემოკრატიულ პრესაში, სადაც აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს. უმთავრესად ცნობილი იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. პირველი მსოფლიო ომის დროს ლადო ბაქრაძე ბაქოში ცხოვრობდა და მასწავლებლად მუშაობდა; ორი წელი ქართულ კოლონიას თავმჯდომარეობდა, ქართველებისა და კავკასიის ერთა ურთიერთობების შესახებ აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ "წყაროში", რომელიც გამოდიოდა ბაქოში და აზერბაჯანულ გაზეთში "კასპიი". საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლადო ბაქრაძე შევიდა პოლონეთის ქართულ დელეგაციაში და ცდილობდა საქართველოს დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებისათვის ნიადაგის მომზადებას, ქართველი და პოლონელი ხალხის უფრო მეტად დაახლოებას. ამ დელეგაციაში მას მთავარი ადგილი ეკავა, უწევდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლადო ბაქრაძე ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა სოშო-ოდენკურში (საფრანგეთი). დიდხანს იყო ადგილობრივ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. მან თავისი მატერიალური რესურსებით (მიწის ნაკვეთი, შენობა) მოაწყო ქართული კერა ქართული რესტორანით და მდიდარი ბიბლიოთეკით (მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა), სადაც ხშირად კითხულობდნენ ლექციებს. ლადო ბაქრაძის პირადი ცხოვრება უცნობია.

წყარო: amp.ka.shops-net.com

Bibliography


Share: