The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ მიქაძე

არჩილ მიქაძე
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:12 ივლისი, 1937  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1920 წელს იყო "მსოფლიო პროლეტარიატის პროფკავშირთა" აღმასკომის პრეზიდიუმის წევრი, ამავე წელს "ბოლშევიკური" საქმიანობის გამო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან გაასახლეს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, 1921 წლიდან იყო შრომის სახალხო კომისარი, ვაჭრობის სახალხო კომისარი და საქართველოს "წითელი ჯვრის" ცენტრალური კომიტეტის წევრი. "დიდი საბჭოთა ტერორის" დროს არჩილ მიქაძე დააპატიმრეს "კონტრრევოლუციური მემარჯვენეთა ცენტრის" წევრობის ბრალდებით. სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ 1937 წლის 11 ივლისს, არჩილ მიქაძეს დახვრეტა მიუსაჯა. 1956 წლის 22 იანვარს, სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ არჩილ მიქაძე რეაბილიტირებულ იქნა. რეპრესირებული. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge


გააზიარე: