The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო ყანდარელი

ლადო ყანდარელი
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ყანდარელი
დაბადების თარიღი:13 თებერვალი, 1898
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1937  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში.

იგი იყო სპორტული საზოგადოება "შევარდენის" აქტიური წევრი და წარმატებული ტანმოვარჯიშე. 1919 წლის ნოემბერში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საუწყებათშორისო კომისიამ ლადო ყანდარელი სასწავლებლად გაუშვა გერმანიაში. დაპატიმრების დროს ლადო ყანდარელი იყო საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს მთავარი ინჟინერი. პარტიიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.  ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენე კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამზადებდა ტერაქტებს საბჭოთა ხელისუფლებისა და პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციაში გადაიბირა 1929 წელს, გერმანიაში სასწავლებლად ყოფნის დროს ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა "ქართული ნაციონალური ცენტრის" წევრმა, ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძემ. ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ჯაშუშობას ერთ-ერთი უცხოური დაზვერვის სასარგებლოდ. აგრეთვე ეწეოდა დივერსიულ-მავნებლურ საქმიანობას საქართველოს სახალხო მეურნეობაში, აგდებდა გენერალური გეგმების შესრულებას, შეჰქონდა დეზორგანიზაცია საქართველოს სამთო წარმოების საექსპლუატაციო სამუშაოებში. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 25 დეკემბერს, მიესაჯა დახვრეტა და ქონების კონფისკაცია. კონსტანტინე ყანდარელის ძმა. რეპრესირებული.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.gecivil.geახალი ამბების ტელევიზიის ვებგვრდი: palitranews.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ(ბ) პარტია, წევრი (1925-1937)

გააზიარე: