The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მუსხელიშვილი

ივანე მუსხელიშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე მუსხელოვი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1859
გარდაცვ. თარიღი:1940  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ვორონეჟის მიხეილის სახელობის სამხედრო გიმნაზია, მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი და მიხეილის საარტილერიო აკადემია (I თანრიგით, 1887).

სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1878 წლიდან; 1881 წლიდან პოდპორუჩიკად მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში; 1895 წელს მიიღო კაპიტნის, 1899 წელს პოდპოლკოვნიკის, 1905 წელს პოლკოვნიკის წოდება. მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას; 1904-1909წწ. მეთაურობდა კავკასიის მე-2 სასწავლო საარტილერიო პოლიგონს; 1909-1914წწ. 39-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს; 1914-1916 წლებში გენერალ-მაიორის ჩინით იყო ციმბირის მე-9 მსროლელთა საარტილერიო ბრიგადის მეთაური; მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). თავი გამოიჩინა 1915 წლის 3-16 მარტის ბრძოლებში სოფელ ვახთან (ახლანდ. უკრაინის ტერიტორია), რისთვისაც დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით "მამაცობისათვის" (1915); 1916-1917წწ. იყო მე-19 საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1917 წლის აპრილიდან ირიცხებოდა დვინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში; საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ ერთხანს ქართული დივიზიის არტილერიის მეთაური იყო; შემდეგ თადარიგში გავიდა; ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის მამა.

წყარო: რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1911 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1902 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: