The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კიკილაშვილი

ვლადიმერ კიკილაშვილი
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წითელწყარო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1972 წელს.

1966 წლის 16 ივლიდან 1966 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულის" მე-2 სტამბაში, სხვადასხვა საამქროში; 1972-1987წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულში"; 1990-1999წწ. კომპიუტერული უზრუნველყოფის ლაბორატორიის უფროსად; 1987-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის საბჭოს სწავლულ მდივნად, შემდგომ კი - განყოფილების მთავრ სპეციალისტად; ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართული ენის მორფოლოგიური პროცესორი და კავკასიის ხალხთა ისტორიისა და კულტურის კომპიუტერული აღწერის მოდელი, რომელმაც აპრობაცია გაიარა კავკასიოლოგთა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე;  1993-1995წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო დეპარტამენტის საფონდო განყოფილების გამგე; 1997 წლის 1 იანვრიდან 1997 წლის 1 მაისამდე მუშაობდა საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის კონსულტანტად; 1997-1999წწ. პალატის საინფორმაციო განყოფილების გამგედ; 1999 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კავკასიოლოგიურ კვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი; 2000 წელს დაარსა მრავალდარგოვანი რეფერირებადი სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) სამეცნიერო ალმანახი "კავკასიის მაცნე", რომლის მთავარი რედაქტორი არის, (გამოვიდა 15 ტომი); 2002 წელს დააარსა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მრავალდარგოვანი რეფერირებადი ორენოვანი (ინგლისური, რუსული) სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი "КАВКАЗОВЕДЕНИЕ", არის მისი რედაქტორის მოადგილე და გამომცემელი (გამოვიდა 11 ტომი); 2003 წელს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო"-ს დაფინანსებით დააარსა საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი "კავკასიის რეფერატული ჟურნალი" (სამუშაო ენები - ინგლისური, რუსული); აღნიშნული პერიოდული გამოცემის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ აქ იბეჭდება ქართველ და კავკასიელ მეცნიერთა საზოგადოებრივი და ჰუმანიტარული დარგების ნაშრომების რეფერატები (გამოვიდა 6 ტომი), არის მისი მთავარი რედაქტორი; 2003 წელს დააარსა საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის "კავკასიის მაცნის" არქიტექტურული დამატება (გამოვიდა 6 ტომი), არის მისი მთავარი რედაქტორი; 2006 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის მონაწილეობით, პრაღის კარლოსის უნივერსიტეტისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანადგომით დააარსა საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდული ჟურნალის კავკასიის მაცნის დამატება - კავკასიის ხალხთა კულტურა და ისტორია, არის მისი მთავარი რედაქტორი; პირველი ტომი მიეძღვნა გამოჩენილი ჩეხი მეცნიერის ვაცლავ ჩერნის 75 წლისთავს; 2004 წლიდან არის ბასკეთის ხალხთა ინსტიტუტის სამეცნიერო პოპულარული ჟურნალის MAGAZIნE OF THE PEOPLES-ის რედკოლეგიის წევრი (გამოვიდა 6 ნომერი); 2004 წლიდან არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის КАВКАЗСКИЙ  ЛИНГВИСТИЧЕСКИЙ СБОРНИК-ის რედკოლეგიის წევრი; 2000-2006წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და თსუ-ს ბაზაზე ჩაატარა 15 საერთაშორისო კონფერენცია და სემინარი კავკასიოლოგიაში; მასალები გამოქვეყნებულია ჟურნალებში "კავკასიის მაცნე" და CAUCASOLOGY (დაახლოებით 2500 სტატია); საკანდიდატო დისერტაციის შემდგომ გამოაქვეყნა  35 ნაშრომი, მონაწილეობა მიიღო კავკასიოლოგიისადმი მიძღვნილ  საკავშირო კონფერენციებში: ნალჩიკი (1986), ტალინი (1988), ერევანი (1988), მოსკოვი (1989), მაჰაჩყალა (1998); კავკასიოლოგიისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო კონფერენციაში: ევროპის კავკასიოლოგთა V კოლოკვიუმი, ლონდონი, ინგლისი (1990); კავკასიოლოგიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, ლუნდი, შვედეთი (1991); ევროპის კავკასიოლოგთა VII კოლოკვიუმი, მარბურგი, გერმანია (1994); ევროპის კავკასიოლოგთა X კოლოკვიუმი, მაჰაჩყალა (2000); ევროსაბჭოს ენობრივი პოლიტიკის საერთაშორისო სემინარები, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია (2002, 2003, 2004); ნეაპოლის  საერთაშორისო კონფერენცია და მრავალი სხვა; 2000 წლის იანვრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის კახეთის მხარის სიღნაღის ფილიალის კავკასიოლოგიურ კვლევათა სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 2002 წლის იანვრიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის კახეთის მხარის სიღნაღის ფილიალის კავკასიოლოგიის კათედრის გამგე; 2003 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის კახეთის მხარის სიღნაღის ფილიალის პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 2003 წლის სექტემბრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის კათედრის თანამშრომელი; 2005-2006წწ. მუშაობდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შექმნაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის შესაბამისად; 1993-1994წწ. იმყოფებოდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში IREX-ის გაცვლითი პროგრამით; აღნიშნულ პერიოდში უნივერსიტეტის მაგისტრანტთან მარცელო კერკისთან ერთად მუშაობდა ქართული ენის მოკლე კომპიუტერულ ვარიანტზე, ხოლო პროფ. ჰოვარდ არონსონთან კონსულტაციებით - კავკასიურ ენათა კომპიუტერულ ენციკლოპედიაზე; მონაწილეობს ქართული ენობრივი პორტფელის ქართველთათვის და ეროვნულ უმცირესობათათვის სახელმძღვანელოების შექმნაში; არის 4 სახელმძღვანელოს (ევროპული ენობრივი პორტფელი: ქართული ენის შესასწავლი სახელმძღვანელო არაქართული მოსახლეობისთვის, მოზარდთათვის, ზრდასრულთათვის) რედაქტორი, მთარგმნელი და თანაავტორი; მიღებული აქვს თსუ-ს სამეცნიერო პრემია (2005); ლუარსაბ თათქარიძის ლიტერატურული პრემია "კულინარია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში" (2003); არის ნეაპოლის უნივერსიტის კავკასიოლოგიური ბიბლიოთეკის თანადამაარსებელი მონაწილეობს რიგი სასკოლო და სარაიონო ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსებაში; გამოცემული აქვს: სებ-ში არსებული კავკასიოლოგიური ლიტერატურის ბიბლიოგრაფია; ჟურნალ "კავკასიის მაცნში" დაბეჭდილი ნაშრომების ანოტირებული საძიებელი ელექტრონული ვერსია, (სამენოვანი, 15 ტომი); ჟურნალ "Caukasology"-ში დაბეჭდილი ნაშრომების ანოტირებული საძიებელი, ელექტრონული ვერსია, (ორნოვანი, 15 ტომი); ჟურნალ "კავკასიის რეფერატულ ჟურნალში" დაბეჭდილი ნაშრომების ანოტირებული საძიებელი ელექტრონული ვერსია (სამენოვანი, 6 ტომი).

დაიცვა სკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაცვალსახელები ლეზგიური ჯგუფის ენებში" (კავკასიური ენების სპეციალობით), დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა კავკასიოლოგიაში - "კავკასიურ ენათა კომპიუტერული ენციკლოპედია", დაიცვა მოსკოვში 2003 წელს და მიენიჭა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დოქტორის ხარისხი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოება, წევრი (1992-)
  • კავკასიოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, დამფუძნებელი, პრეზიდენტი (2000-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: