Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჩხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხრიალეთი, ოზურგეთის მაზრა. 1930-1931წწ. სწავლობდა ბათუმის სამშენებლო სასწავლებელში; 1931-1934წწ. - თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში; 1934-1938წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიის ფაკულტეტზე; 1938-1941წწ. - ასპირანტურაში, პოლიტიკური ეკონომიის სპეციალობით. ასპირანტურაში სწავლასთან ერთად მიჰყავდა პოლიტიკური ეკონომიის კურსი თბილსიის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაზე; იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლიდან, დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა აწსპირანტურაში; 1946 წლიდან - თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტი, მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრა, ასისტენტი; 1947-1954წწ. - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი, პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1951-1954წწ. - ისტორიის ფაულტეტის დეკანი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი; 1950-1952წწ. - ქუთაისის პარტიის საქალაქო კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტის დირექტორი; 1954-1955წწ. - ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგე; 1955 წლიდან - პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის თანამშრომელი; 1960-1973წწ. - პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დაუსწრებელი სწავლების დარგში, დეკანი; 1973-1974წწ. - ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო დარგის პრორექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1974-1978წწ. - ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1975 წელს - ქუთაისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1978 წლიდან - პოლიტიკური ეკონომიის კათედრის დოცენტი; იმავე წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პოლიტიკური ეკონომიის კათედრის თანამშრომელი. ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ეკონომიკის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სოციალისტური გაფართოებული კვლავწარმოება საქართველოს სსრ მეჩაიობის კოლმეურნეობებში (ექვსი კოლმეურნეობის მაგალითზე)", დაიცვა 1960 წელს. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.44-46 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |