The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანული კაკაურიძე

ნანული კაკაურიძე
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი 1958 წელს; 1962 წელს - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენა, ლიტერატურა და გერმანული ენის სპეციალობით.

1958-1965წწ. - ფორტეპიანოს კლასის პედაგოგი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში; 1962-1965წწ. - ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა კათედრის მასწავლებელი; 1965-1986წწ. - ამავე ინსტიტუტის რუსული და საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1967-1970წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი გერმანული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით; 1974 წელს ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1975-1986წწ. - ქუთაისის საქალაქო კომიტეტის მესამე მდივანი; 1990-1991წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1991-2005წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე; 2008-2013წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2000-2010წწ. - კოორდინაციას უწევდა ჰაიდელბერგის რუპრეჰტ კარლის უნივერსიტეტთან ქუთაისის უნივერსიტეტის პარტნიორულ ურთიერთობებს (DAAD-GIP); 2003 წლიდან - გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი; საერთაშორისო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; მრავალი საერთაშორისო გრანტის მფლობელი; საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზუმების მონაწილე. 8 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს და 85 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გერმანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1990).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლენცის სოციალური დრამები", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შტურმერთა და იენის წრის რომანტიკოსთა ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებები", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.52-58; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge; ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი: humboldt-kolleg.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, ქუთაისის განყოფილების პრეზიდენტი (1995-)
  • გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება (გერმანია, ქ. ვაიმარი), პრეზიდიუმის უცხოელი წევრი (1999-)
  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: