შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ბიდგოშჩის უმცროს ოფიცერთა სკოლა 1923 წელს; სწავლობდა ვარშავის უმაღლესი სამხედრო სკოლა. დაიბადა რუსეთის არმიის ოფიცრის, ალექსანდრე გველესიანისა და თამარ (ვარვარა) დავითის ასული ჭავჭავაძის ოჯახში. 1909 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო; 1914-1918წწ. I მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ერევნის მე-13 პოლკის პორუჩიკად, 1916 წლიდან - რჟევის 490-ე ქვეითი პოლკის კაპიტნად; 1917 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1918 წლიდან იყო საქართველოს ჯარის პოლკოვნიკი; 1921 წელს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, გველესიანი ემიგრაციაში იყო პოლონეთში; 1926 წლის ოქტომბრიდან კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში; 1927-1929წწ. იყო პულავის მენაღმეთა მე-2 პოლკის მეთაურის მოადგილე; 1930 წლიდან ირიცხებოდა მე-4 ქვეითი დივიზიის შტაბში; 1938 წლის მარტიდან მსახურობდა მე-6 ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ; 1939-1945წწ. II მსოფლიო ომის დასაწყისში ხელმძღვანელობდა კრაკოვის გამაგრებულ რაიონს; შემდეგ იმყოფებოდა პრჟემისლში, ბრიგადის გენერალ ბოლესლავ იატელნიცის შტაბში; იცავდა დნესტრის ხაზს; პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ერთხანს წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო, მალე სხვა პოლონელ სამხედროებთან ერთად ევაკუირებული იყო რუმინეთში, საიდანაც ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა; აქტიურად თანამშრომლობდა პოლონურ პოლიტიკურ ემიგრაციასთან; გარდაიცვალა და დაკრძალულია ლონდონში; სამხედრო მოღვაწე. რუსეთის, საქართველოს და პოლონეთის არმიების პოლკოვნიკი. წყარო: ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბილისი, 2008. - გვ. 188-191; gwar.mil.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |