შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ბედოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სართიჭალა, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს. 2006–2008წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებელი, შემდეგ - უფროსი გამომძიებელი, დეტექტივ-გამომძიებელი; 2008–2009წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი, შემდეგ - უფროსი გამომძიებელი; 2009–2010წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი; 2010–2011წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2011 წელი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი გამომძიებელი; 2012 წელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; 2012 წელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; 2012–2013წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსი; წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: police.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |