შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ღავთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი", 1993 წელს. 1993-2002წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, "ეკონომიკური თეორიის" კათედრის მასწავლებელი, "ფინანსებისა და კრედიტის" კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2002-2005წწ. - დოცენტი; 2006-2010წწ. - სრული პროფესორი და ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის კოორდინატორი; 1996-2003წწ. - ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2004-2005წწ. - დეკანი; პარალელურად, 1996-1999წწ. - საგადასახადო ინსპექციის იმერეთის რეგიონული ოპერატიული სამმართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის მთავარი სპეციალისტი; 1998-2000წწ. - ქუთაისის სათათბიროს "საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის" წევრი; ცალკეულ წლებში - სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების გრძელვადიანი ექსპერტი; 2007-2009წწ. - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2009-2010წწ. - ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი; 2007-2010წწ. - იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის "რეგიონული განვითარების სამსახურის" მთავარი სპეციალისტი; 2009-2011წწ. - ქუთაისის სახელწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის გრძელვადიანი ექსპერტი; 2011 წლიდან - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და უნივერსიტეტის რექტორი. მისი ინიციატივით შეიქმნა უნივერსიტეტის ჰიმნი (მუსიკის ავტორი მარიკა კვალიაშვილი, ტექსტი ომარ გვეტაძისა). ეწევა აქტიურ პედაგოგიურ და კვლევით მოღვაწეობას. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს შემდეგ სფეროებს: რეგიონული პოლიტიკა; ინვესტიციური რისკის მართვა გლობალურ და მზარდ ფინანსურ ბაზრებზე; პოსტკრიზისული პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური რეფორმები მსოფლიოს ქვეყნებსა და რეგიონებში; განათლება და ეკონომიკა და სხვ. სხვადასხვა აკადემიისა და სამეცნიერო ჟურნალების რედკოლეგიების წევრი; მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების მონაწილე, 61 სამეცნიერო სტატიის, 8 მონოგრაფიისა და დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი. სადისერტაციო თემა - "ადგილობრივი ბიუჯეტების როლი სახელმწიფო რეგიონული პოლიტიკის გატარებაში", დაიცვა 2000 წელს. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.78-85; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |