The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლოლა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ლოლა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე
Legal name:ელეონორა ტერ-ფარსეგოვა
Date of birth:18 August, 1875  (149 years)
Date of death:19??
Category:Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტფილისი.

დაამთავრა ქალთა გიმნაზიის კურსები ქალაქ ტფილისში.

დაიბადა კოლეჟსკი ასსესორის მიხეილ ტერ-ოსეფის ძე ტერ-ფარსეგოვის და მატილდა ვასილის ასულ ბარტოლდის ოჯახში; 1905 წელს მეუღლესთან - ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად ცხოვრობდა ქალქ სოხუმში და ასწავლიდა კერძო სკოლაში; 1905 წლის ნოემბრისა და დეკემბრის განმავლობაში სოხუმის ყველა სასწავლო დაწესებულება დაკეტილი იყო; ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო როლი ითამაშა კერძო სკოლის მასწავლებელმა, ექიმის ცოლმა ელეონორა მიხეილის ასულმა მახვილაძემ; ის კრებდა საქალაქო და რეალური სკოლის მოსწავლეებს და ასწავლიდა მათ "მარსელიეზას" სიმღერას; მაგრამ იმ ადგილას სადაც ნათქვამია: "ვამპირი - მეფე", იგი ასწავლიდა სიტყვა "მეფისათვის" "ნიკოლოზი" დაემატებინათ; იგი მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ არ დამორჩილებოდნენ ხელმძღვანელობას და არ ესმინათ დირექტორისათვის - "ბებერი, დრომოჭმული სულელისათვის". მახვილაძე ბულვარში სიტყვით მიმართავდა ხალხის ტალღას, სადაც ამბობდა, რომ საჭიროა ხალხმა შეამჭიდროვოს თავისი ძალები, რათა ერთიანი ძალით "არ მივცეთ მომაკვდავ მთავრობას ფეხზე წამოდგომის საშუალება"; სახალხო პროცესიებისას ელენა მახვილაძე ხშირად მიუძღოდა მას წითელი დროშით; ელეონორა მახვილაძემ ძიებისას უარი თქვა რაიმე სახის ახსნა-განმარტების მიცემაზე; ძიებისას იგი დაპატიმრებული არ ყოფილა სოხუმის ციხის გადატვირთულობოს და იქ ქალთა განყოფილების არარსებობის გამო;
1908 წლის 28 აპრილს ტფილისის სასამართლო პალატამ მას 1 წლით დაპატიმრება მიუსაჯა; პატიმრობისა და შემდგომ კავკასიის ფარგლებიდან ადმინისტრაციული წესით გადასახლებისაგან იგი ორსულობის გამო გაათავისუფლეს; 1917 წლამდე ელეონორა მახვილაძე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული; 1918 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით; იყო შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი; 1921 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო არალეგალურ, ანტი-საბჭოთა მოძრაობაში; მისი ოჯახის ბინა ქალაქ ტფილისში უდელის (ამჟამინდელი პეტრიაშვილის) ქუჩა N14 მუდმივი თვალთვალის ქვეშ იყო. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის ერთი წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტი-საბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად საქართველოს საგანგებო კომისიამ იზოლაციის მიზნით დაიწყო ანტი-საბჭოთა პარტიების ლიდერების და აქტიური წევრების დაპატიმრება; ელეონორა მახვილაძე საქართველოს საგანგებო კომისიის N3064 ორდერით დააპატიმრეს საკუთარ სახლში, 13 თებერვლის ღამეს; 1922 წლის 19 მარტს, საქართველოს საგანგებო კომისიის კოლეგიის პრეზიდიუმმა ელეონორა მახვილაძეს 3 თვით იზოლაციის წესით დაპატიმრება მიუსაჯა, წინასწარი პატიმრობის ვადის ჩაუთვლელად. N2 გამასწორებელი სახლიდან (მეტეხის ციხე) ელეონორა მახვილაძე 1922 წლის 14 ივლისს გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო; ის აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული პარტიის განადგურებული არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში; 1925 წელს იგი აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში, ხოლო თავმჯდომარის - სოლომონ თელიას დაპატიმრების შემდეგ ცეკას თავად ხელმძღვანელობდა; მონაწილეობდა პარტიის ახალი ტაქტიკის შემუშავებასა და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცოცხლებაში; საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ ელეონორა მახვილაძე 1926 წლის 22 თებერვალს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა; გადასახლებიდან დაბრუნდა 30-იან წლებში; ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას. გარდაცვალების თარიღი უცნობია.

წყარო: პირველი ქალი პარლამენტარები: gza.kvirispalitra.ge; სამხრეთ კავკასია: ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია: feminism-boell.orgყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.33

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1902-)

Share: