Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ხვადაგიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზოგიში, ცაგერის რაიონი. 1970 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სამთო ტექნიკუმში; 1972-1974წწ. მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში; 1974-1975წწ. მუშაობდა ტექნიკურ ნაკეთობათა ქარხანაში მუშად; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ლითონმცოდნეობისა და ლითონთა თეორიული დამუშავების სპეციალობით, 1981 წელს; 1981-1984წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1981 წლიდან მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1987-1990წწ. - ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი; 1990 წლიდან - დოცენტი; 1998 წლიდან - პროფესორი; 1990-1997წწ. - უნივერსიტეტის საინჟინრო-მექანიკის ფაკულტეტის დეკანი; 1998-2002წწ. - პრორექტორი განვითარების დარგში; 2002-2006წწ. - ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი; 2006 წელს - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2006 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2004-2006წწ. - ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრი; 2006-2013წწ. - ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე; შემდგომში - ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 64 სამეცნიერო ნაშრომი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998). წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.93-94 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |