Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე გიორგბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო სამეურნეო აკადემია 1934 წელს. მუშაობა დაიწყო აჯამეთ-ქუთაისის ჯიშთმცოდნეობის გაერთიანებული პუნქტის გამგედ, შემდეგში - ამავე პუნქტის ბაზაზე შექმნილი მეხილეობა-მებოსტნეობის სადგურის გამგედ; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 1947-1957წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე მიჰყავდა "სოფლის მეურნეობის საფუძვლების" კურსი; 1953-1956წწ. - ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრას; 1957-1973წწ. იყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის რექტორი; 1959 წლიდან ქუთაისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი გადატანილ იქნა ქალაქ სოხუმში და მას ეწოდა "საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი"; 1973 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მან დაამუშავა დასავლეთ საქართელოს პირობებში საკონსერვო ბოსტნეულის აგროტექნიკური საკითხები; შეისწავლა მწვანე ბარდის ჯიშების აგროტექნიკა და დანერგა ისინი საქართველოში, როგორც შუალედური კულტურები; მისი ავტორობით და თანაავტორობით გამოყვანილი და სელექციურად გაუმჯობესებულია საკონსერვო ხილ-ბოსტნეულის 23 ჯიში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1952), პროფესორი (1961). წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.98-100; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ. 15-16 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |