The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სვიმონ წერეთელი

სვიმონ წერეთელი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1870
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1951  (81 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პერევი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ სემინარიაში ჩაირიცხა, მაგრამ მოსწავლეების საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. სწავლა სამხედრო სკოლაში განაგრძო.

1896 წლიდან რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იყო; მსახურობდა სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში, შემდეგ ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში; 1914-1918წწ. კაპიტნის წოდებით მონაწილეობდა I მსოფლიო ომში;  განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ერზრუმის აღების დროს; 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოლკოვნიკის წოდებით; 1919 წლის აპრილში აღკვეთა ჩრდილოეთ კავკასიიდან დარიალის ხეობაში ბოლშევიკების შემოღწევის მცდელობა, შემდეგ იყო შტაბის უფროსი სოჭის ფრონტზე (მცირედ ხნით დატყვევებული იყო დენიკინის ჯარების მიერ); 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მოღვაწეობდა ოპოზიციურ იატაკქვეშეთში; 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს აჯანყებულებმა დანიშნეს სამხედრო ხელმძღვანელად ჭიათურაში; აჯანყების დამარცხების შემდეგ ტყეში გაიხიზნა და მოახერხა საქართველოს დატოვება. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის ახლოს, სოფელ ლევილში. სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი.

წყარო: ძველი მეგობარი : სვიმონ წერეთელი [ნეკროლოგი] // მებრძოლი საქართველო. - №1. - 1952. - გვ. 27-28 (dspace.nplg.gov.ge)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: