The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ტატიშვილი

დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1979  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ქ. ბაქოს გიმნაზია 1918 წელს; 1919 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გააგრძელა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა მთავარ პოლიტიკურ-საგანმანათლებლო კომიტეტში; 1921 წელს დაბრუნდა ბაქოში და ჩააბარა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე; თანამშრომლობდა გაზეთთან "ბაკინსკი რაბოჩი", სადაც აქვეყნებდა მოთხრობებს, მხატვრულ ნარკვევებს, ფელეტონებს; გაზეთში, ლიტერატურული მუშაობის გარდა, ხელმძღვანელობდა საორგანიზაციო საკითხებს, ლიტერატურულ წრეებს, იწვევდა კორესპონდენტებს; 1923-1932წწ. თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებთან; კოლექტივიზაციის დროს იყო "ბაკინსკი რაბოჩის" წარმომადგენელი აზერბაიჯანის სასოფლო სამეურნეო რაიონებში; 1928 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "მეჯუნის თვალები" რუსულ ენაზე, შემდეგ - აზერბაიჯანულ ენაზე; 1934 წლიდან მუშაობდა სცენარისტ-რედაქტორად ჯერ ბაქოს კინოსტუდიაში, შემდეგ - მოსკოვის სტუდიებში, "სოიუზმულფილმში" და "მოსტექფილმში"; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-1945წწ. აქტიურად მუშაობდა რუსულ პრესაში; თბილისში, 1942 წელს დაწერა პატრიოტული პიესა "ომში მინდა", რომელიც წარმატებით იდგმებოდა რეგიონების თეატრებში; 1946 წლიდან მოსკოვში, აქტუალური თემის ფარგლებში: "ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის ისტორიული ფესვები", იკვლევდა ქართულ სიძველეებს, რის შედეგადაც დაწერა წიგნი "ქართველები მოსკოვში", რომელიც ნარკვევების სახით დაიბეჭდა გაზეთებში "ლიტერატურა და ხელოვნება" და "ზარია ვოსტოკა", შემდეგ გამოვიდა ცალკე წიგნად ქართულ და რუსულ ენებზე; წიგნზე მუშაობის პერიოდში ორგანიზაციას უწევდა მოსკოვში ქართულ ძეგლების დაცვით სამუშაოებს. 1951 წელს ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით მოიწვიეს სკპ/ბ ცკ-ს პროპაგანდის განყოფილების სპეციალური თათბირი, დაგაწყდა მოსკოვში რუსულ-ქართული ურთიერთობების მუდმივი გამოფენის ორგანიზაცია, რისთვისაც მოსკოვში ქართველი მეცნიერები მიავლინეს.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი/რედ.: თეა თვალავაძე. -თბ., 2013. -გვ.28-29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირი, წევრი (1934-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: