შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის N1 საშუალო სკოლა და იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. 5 წლის განმავლობაში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე ბომბდამშენი ავიაციის შემადგენლობაში. შესრულებული აქვს 314 საბრძოლო გაფრენა. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. 1945 წელს მარშალ არჩილ გელოვანის მიერ წარდგენილი იყო საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მოსაპოვებლად. ომიდან დაბრუნების შემდეგ, 1951 წელს, დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა; 1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურის გამგედ, ასისტენტად; 1955-1960წწ. იყო ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი; 1960-1963წწ. - საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის დოცენტი; მუშაობა გააგრძელა საქართველოს კვების მრეწველობის კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1969 გადაიყვანეს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო დარგში; 1973-1975წწ. იყო ინტიტუტის რექტორი; 1975 წლიდან - საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილე; 1983 წლიდან - კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და განყოფილების გამგე; 1993-1997წწ. - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი, შემდეგ - კომერციული ინსტიტუტის პროფესორი; 1997 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა. გამოქვეყნებული აქვს 72 სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია; მიღებული აქვს გამოგონების 13 საავტორო მოწმობა; წლების განმავლობაში იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების რესპუბლიკური კომიტეტის წევრი, ომის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1954), პროფესორი (1972). წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.101-102 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |