შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაგილაძე![]()
ბიოგრაფიაიტალიის ანტიფაშისტური მოძრაობის თვალსაჩინო წევრი, ბრიგადა "სერვადეის" პარტიზანი, იტალიაში ცნობილი იყო "დოტორე ჯორჯოს" სახელით. იგი მონაწილეობდა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქების განთავისუფლებაში და დუჩე მუსოლინის დაჭერის ოპერაციაში. გამორჩეული მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო "გარიბალდის ვარსკვლავით". თბილისში, მის საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულია მემორიალური დაფა. 2015 წელს გიორგი გაგილაძის სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. საბჭოთა კავშირის მედიცინის დამსახურებული მუშაკი, პროვიზორი. წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com; m.facebook.com; matsne.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |