The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა გვარიშვილი

ნანა გვარიშვილი
Other name:ნადიდე გვარიშვილი
Date of birth:7 November, 1924
Date of death:2000  (at 75 years)
Burial location:სოფელი განთიადი, ხელვაჩაურის რაიონი
Category:Librarian, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხალა, ქობულეთის რაიონი. 

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1941 წელს, 1947 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის განყოფილებაში, აჭარის რესპუბლიკური საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად (ეს მნიშნელოვანი კერა მისი თაოსნობით აშენდა), აჭარის მინისტრთა საბჭოში კულტურის განყოფილების გამგედ, აჭარის რადიოში საბავშვო გადაცემის რედაქტორად, ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" რედაქტორად, აჭარის უზენაეს საბჭოსთან არსებული პრემიების სახელმწიფო კომიტეტის წამყვან სპეციალისტად.

პირველი ლექსები დაიბეჭდა 1939 წელს პოეტ შალვა იოსელიანის რეკომენდაციით. 1948 წელს გამოსცა ლექსების კრებულები: '"ჩემო აჭარავ" (1948), "ჩვენი ქვეყნის ქალიშვილები" (1953), "ზღვა და სიყვარული" (1955), "ნაკადულები" (1958), "ზღვა და ქარი" (1970), "ღიღინებს ერთი ღიღილო" (1972), "რჩეული" (1975), "რჩეული"(1999). მუშაობდა საბავშვო ჟანრში. გამოცემული აქვს წიგნები: "თითისტოლა" (1949), "მელია და წიწილა" (1956), "მშვიდობა პლანეტას, მშვიდობა ბავშვებს" (1991).  აღსანიშნავია ნანა გვარიშვილის მთარგმნელობითი საქმიანობაც: ქართულ ენაზე აამეტყველა ნაზიმ ჰიქმეთის, ორჰან ქემალის, საბაჰათინ ალის, ფაქრი ედინის, მელიმ ჯევდეთის და სხვათა ნაწარმოებები, ბულგარელი, კუბელი, ბერძენი, ინდოელი და სხვა ქვეყნების მწერალთა ნაწარმოებები. მასვე ეკუთვნის გამოჩენილი თურქი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანის - "ნარჩიტას" თარგმანი. ცალკე წიგნადაა გამოცემული ბერძენი პოეტი ქალის, ფოტულა იანკოპულოს ლექსების ("ყაყაჩოები") ნანა გვარიშვილისეული თარგმანები.

წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.comწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.356; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.85; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.146

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული პოეზიის განვითარებაში, აჭარაში ქალთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ლირიკული პოეზიის შექმნაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და აქტიური მთარგმნელობითი საქმიანობისათვის
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: