შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერიდე ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ალი დედეს ძე ნიჟარაძის ოჯახში, რომელიც აჭარაში გამორჩეული იყო თავისი ევროპული განათლებითა და ცხოვრების წესით, ამ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები – პეტრე უმიკაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ზაქარია ჭიჭინაძე, თედო სახოკია, დავით კლდიაშვილი და სხვა ცნობილი ადამიანები. ფერიდე ნიჟარაძე სწავლობდა ქალთა სკოლაში შემდეგ კი – მაშინდელ ბათუმის ინსტიტუტში. იურისტის განათლება მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო პირველი პროკურორი ქალი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. წლების განმავლობაში იყო ბათუმის მიუსაფარ ბავშვთა სახლის დირექტორი. ფერიდე ნიჟარაძე ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც სარწმუნოებრივი შეზღუდვების თუ იმდროინდელ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთო და ქალების ე.წ. კარჩაკეტილობის სტიგმა დაარღვია, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი და ჩადრის ახსნის ინიცატორი; იბრძოდა განათლების, რწმენისა და ოჯახში თანასწორობისთვის. პირველი აჭარელი იურისტი ქალი. წყარო: გაზეთი "ბათუმელები": batumelebi.netgazeti.ge; tormeti.com; ajaratv.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |