შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელო ნაზარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლი და კლასიკურ გიმნაზია, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ოჯახის მასწავლებლის წოდება. უმაღლესი განათლების მისაღებად მშობლებმა ელენე ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში გააგზავნეს, სადაც იგი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მან პეტერბურგში დაბრუნება არჩია, სადაც ქალთა უმაღლეს პოლიტექნიკურ კურსებზე ჩააბარა. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა და ფრანგულ ენაზე კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის ლოხვიაცია–სკალონის უცხო ენების კურსების ფრანგულ განყოფილებაზე და იმავე წელს ბეხტერევის ფსიქო–ნევროლოგიურ ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად შევიდა. პეტერბურგიდან დაბრუნებული ელენე ნაზარიშვილი ჭიათურის საქალაქო სკოლაში მასწავლებლად იქნა მიწვეული, ხოლო 1914 წელს უმაღლესი დაწყებითი სკოლის მასწავლებლის წოდების მისაღებად თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში გააგზავნეს. ქუთაისში დაბრუნებულმა ელენემ "ცისფერყანწელთა" ჯგუფთან დაამყარა ურთიერთობა. ფრანგული ენის მცოდნე დიდ დახმარებას უწევდა მათ ფრანგი ავტორების თარგმნაში. ცნობილია, რომ "ცისფერყანწელებმა" ქუთაისში გამოცემული სტეფანე მალარმეს ლექსების კრებული სწორედ ელენე ნაზარიშვილს მიუძღვნეს. ელენე ნაზარიშვილი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის სკოლებსა და ტექნიკუმებში, თანამშრომლობდა ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმთან; მან პირადად იმუშავა და მეცნიერულად აღწერა გიორგი ზდანევიჩის პირადი არქივი. გამოჩენილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ნაზარიშვილის შვილი. ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. წყარო: მ. მხეიძე მწვანეყვავილას მწვანე ბორცვებზე : ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი / მ. მხეიძე . - ქუთაისი.- 1985; საქარტველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |