შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ კილასომია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სენაკის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1964წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ეშერის სასწავლო საცდელი მეურნეობა, განყოფილების განგე; შემდეგ - საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის შედაქის საცდელი სადგური - მეცნიერ-მუშაკი, აგროტექნიკის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე; 1965-1968წწ. - სწავლობდა ასპირანტურაში; 1968 წლიდან - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ-მუშაკი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, დეკანის მოადგილე; 1992-1993წწ. - სასწავლო-საცდელი მეურნეობა "ეშერა", დირექტორი და სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების კათედრის დოცენტი; სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ, 1994-1997წწ. - ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1997-2005წწ. - რექტორი; შემდეგში - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი: მათ შორის: 2 მონოგრაფია, 4 გამოგონება, რომელიც დაინერგა წარმოებაში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.107-108 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |