The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ კილასომია

გურამ კილასომია
Date of birth:22 September, 1936  (88 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სენაკის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1964წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ეშერის სასწავლო საცდელი მეურნეობა, განყოფილების განგე; შემდეგ - საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის შედაქის საცდელი სადგური - მეცნიერ-მუშაკი, აგროტექნიკის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე; 1965-1968წწ. - სწავლობდა ასპირანტურაში; 1968 წლიდან - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერ-მუშაკი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, დეკანის მოადგილე; 1992-1993წწ. - სასწავლო-საცდელი მეურნეობა "ეშერა", დირექტორი და სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების კათედრის დოცენტი; სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტის ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ, 1994-1997წწ. - ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1997-2005წწ. - რექტორი; შემდეგში - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი. 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი: მათ შორის: 2 მონოგრაფია, 4 გამოგონება, რომელიც დაინერგა წარმოებაში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი.

წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.107-108

Member of Organizations

  • საერთაშორისო აკადემიის აგრარული ორგანიზაცია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

Bibliography


Share: