The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დედე-აღა ნიჟარაძე

დედე-აღა ნიჟარაძე
სხვა სახელი:დედე-აღა ბასილ ოღლი ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:1837
გარდაცვ. თარიღი:1905  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების რაიონი: სოფელი ალამბარი, ქობულეთის რაიონი.

დედე-აღა ნიჟარაძე - ქობულეთის მხარის მემამულეთა წარმომადგენელი, იყო ოსმალეთის სამხედრო და ადმინისტრაციულ სამსახურში, ბათუმის სანჯაყის მეჯლისის წევრი. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის მხარეს გადავიდა და რამდენიმე ასეულ ქობულეთელთან ერთად ქართული მილიციის რიგებში ჩადგა. თავად გურიელის რაზმში ალამბრის ასეულს მეთაურობდა. მინიჭებული ჰქონდა შტაბს-კაპიტნის წოდება. გულო კიკაციშვილთან ერთად იყო ქობულეთში პირველი ქართული სკოლის გახსნის ინიციატორი. ქართველი მუსლიმი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე. იურისტისა და პოლიტიკური მოღვაწის რეჯებ ნიჟარაძის მამა.

წყარო: ნიჟარაძეთა სათავადო სახლი: nizharadzeta.wordpress.comსაზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია: ajaratv.ge


გააზიარე: