შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ჯორჯაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1993 წელს; აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლობდა გერიტ რიტველდის აკადემიაში (ამსტერდამი). 1999-2003 წლებში იყო დუსელდორფის ხელოვანთა ჯგუფის, hobby POP Museum-ის წევრი. თეა ჯორჯაძე მოღვაწეობს მულტიმედიურად ვიზუალურ ხელოვნებაში, მუშაობს ქანდაკებაზე, ინსტალაციაზე, ფერწერაზე, ფოტოგრაფიასა და ვიდეგამოსახულებაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის როზემარ ტროკელთან ერთად მუშაობდა ვენეციის ბიენალეზე 2003 წელს, ასევე მონაწილეობდა ლიონის მე-11 ბიენალეზე 2007 წელს. 2016 წელს თეა ჯორჯაძემ მასშტაბური გამოფენა გამართა ვენის სეცესიონში. ხელოვანს წარადგენს გალერეა Monika Spruth Philomene Magers ლონდონდსა და ბერლინში, Micky Schubert ბერლინში და Kaufmann Repeto მილანში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში (გერმანია). წყარო: ინტეგრაცია და იდენტობა: ქართველი ხელოვანები საზღვარგარეთ: geoartistsabroad.tsu.ge; ქართული ონლაინ ჟურნალი: at.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |