| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ფაღავა![]()
Biographyდაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1929 წელს. დაიბადა ჭიათურის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის სამსონ ფაღავას ოჯახში. ჭიათურის მაღაროს მუშებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. მათ ხელში ჩაიგდეს სამაზრო ქალაქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები და საქართველოს ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა გამოაცხადეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. ამბოხებულთაგან უმეტესობა დაიჭირეს და დახვრიტეს. ლევან ფაღავა შემთხვევით გადარჩა, 1925 წელს საფრანგეთს შეაფარა თავი. 1929 წელს პარიზში მყოფ ქართველ სოციალ–დემოკრატებს შეუერთდა. აქ მან გაიცნო ნოე ჟორდანიას ქალიშვილი ასმათი. ისინი მალე შეუღლდნენ, შეეძინათ ორი ქალიშვილი – ეთერი და ქრისტინე. ეთერ ფაღავა შემდგომში ცნობილი ბალერინა და ქორეოგრაფი გახდა. ლევან ფაღავა იყო სოციალ–დემოკრატიული პარტიის უცხოეთის ბიუროს წევრი და 1970-1990 წლებში ხელმძღვანელობდა ბიუროს პერიოდული ორგანოს – ნოე ჟორდანიას მიერ დაარსებულ ჟურნალის "ჩვენი დროშის" გამოცემას. სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა ლევილის მამულში შვილიშვილთან, ტარიელთან ერთად. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ლევან ფაღავას შეუსრულდა 80 წელი / ვალიკო ჩუბინიძე //მებრძოლი საქართველო/ ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 1987. - მაისი. - N3(21). - გვ.56-57
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

