The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეფრემ მუსხელიშვილი

ეფრემ მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1852
გარდაცვ. თარიღი:27 მაისი, 1920  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი.

თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 1869 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში; 1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 მსროლელთა დივიზიის 34-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად; 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში; გამოქვეყნებული ჰქონდა მოგონებები თურქეთთან ომის შესახებ. მიღებული ქონდა გიორგის ოქროს იარაღი "მამაცობისათვის" (1905). ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1912).

წყარო: Военная элита Кавказа / Мамука Гогитидзе.-Тбилиси, 2007.-с.198

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1906 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • 1905 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1878 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: