The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ სანაკოევი

ვლადიმერ სანაკოევი
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1937  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯავა, გორის მაზრა (ახლანდელი ცხინვალის რ-ნი).

დაამთავრა არდონის სასულიერო სემინარია 1904 წელს.

გაემგზავრა ციმბირში და მუშაობდა ციმბირის რკინიგზის სხვადასხვა სადგურზე; 1914 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტზე; აქტიური მონაწილეობა მიიღო 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში; ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ქ. გდოვში გაემგზავრა, სადაც სხვადასხვა პასუხსაგებ თნამდებობაზე მუშობდა და ხელმძღვანელ ორგანოებში იყო არჩეული; 1918 წელს დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში და აქტიურად ჩაება ოლქის პარტორგანიზაციის მუშაობაში; იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო პარტიული კომიტეტის თავმჯდომარე; 1919-1920წწ. მონაწილეობდა საქართველოს მენშევიკური მთავრობის წინააღდეგ ბრძოლაში; 1922-1924წწ. მუშაობდა სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელ მდივნად; შემდეგ - ოლქის გზათა მშენებლობის სამმართველოს უფროსად, განათლების სახალხო კომისრად, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; 1937 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის დააპატიმრეს. ბრალად დაედო, რომ იყო კონტტრევოლუციურად განწყობილი. სასჯელის ზომა იყო დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაციით. სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.75; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: dspace.nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1917-)

გააზიარე: