შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე ნოზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ბორჯომის სატყეო ტექნიკური სასწავლებელი 1967 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1974 წელს. 1961–1970წწ. იყო ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობი; 1974–2003წწ. მეტეხის თეატრის მსახიობი; 2003 წელს მერაბ მიშველაძესთან ერთად დააარსა ქართული ნოველების მონოთეატრი; თეატრსა და კინოში მის მიერ შექმნილი სახეების არასრული სია: მეტეხის თეატრი: შვეიკი – იაროსლავ ჰაშეკი "შვეიკი" რეჟ. სანდრო მრევლიშვილი (მიენიჭა პრემია ჩეხური კლასიკური დრამატურგიის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში); სანჩო პანსა – სერვანტესი "დონ კიხოტი" რეჟ. სანდრო მრევლიშვილი (მიენიჭა პრემია თელავის კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე); მესაფლავე – უილიამ შექსპირი "ჰამლეტი" რეჟ. სანდრო მრევლიშვილი; დიდრო – ნოდარ დუმბაძე "დიდრო" რეჟ. ზურაბ კანდელაკი, სანდრო მრევლიშვილი; პოლონიუსი, მესაფლავე – უილიამ შექსპირი "ჰამლეტი" რეჟ. ლილი იოსელიანი; სანდრო ახმეტელის თეატრი: ექიმი, წამყვანი – ჯონ ფულდი "ვირის ჩრდილი" რეჟ. ცოტნე ნაკაშიძე, ნუგზარ ბაგრატიონი; სულთანი – გურამ ბათიაშვილი "არის ასეთი ქვეყანა" რეჟ. გოგი ქავთარაძე; ქართული ნოველის თეატრი: გროგოლ ბაქრაძე – რევაზ მიშველაძე "ჩემი გოლგოთა" რეჟ. ვახტანგ ნოზაძე; მონო სპექტაკლი – პავლე ნოზაძე "15 კლასიკური მონოლოგი" რეჟ. ვახტანგ ნოზაძე; მონო სპექტაკლი – რევაზ მიშველაძე "ცრემლები" რეჟ. ლაშა გოგნიაშვილი; მოზარდ მაყურებელთა თეატრში განსახიერებული როლები: გოჩა კალაძე – რევაზ მიშველაძე "არ დამივიწყო" რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; ლუკაია – ნოდარ დუმბაძე, გიგა ლორთქიფანიძე "მე ვხედავ მზეს" რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; მწყემსი – უილიამ შექსპირი "ზამთრის ზღაპარი" რეჟ. დათა თავაძე; ფილიპე – დავით კლდიაშვილი "ირინეს ბედნიერება" რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი; მოშე – ნოდარ დუმბაძე "კუკარაჩა" რეჟ. შალვა გაწერელია, აღადგინა ოთარ ბაღათურიამ; მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში: გერონტი – "მეტიჩარა" რეჟ. ნელი ნენოვა, გენო წულაია; გრიშა ებრაელი მშიშარა – "ნეილონის ნაძვის ხე" რეჟ. რევაზ ესაძე; გულო – "ცეცხლთან თამაში" (სატელევიზიო ფილმი) რეჟ. ალეკო ნინუა; მშობელი – "მაისის თოვლი" რეჟ. ზურაბ ინაშვილი; მეფუნდრუკე, თავადი – "დონ კიხოტი" რეჟ. რეზო ჩხეიძე; მეხანძრე – "მონანიება" რეჟ. თენგიზ აბულაძე; მოჩხუბრები – "მხიარული რომანი" რეჟ. ლევან ხოტივარი; ქურდი – "ელისა და რარუს თავგადასავალი" რეჟ. გურამ პეტრიაშვილი; ქარსელაძის მეგობარი – "ფარანი ქარში" რეჟ. ომიაძე; სიკვდილმისჯილი – "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" რეჟ. გია მატარაძე; ბენქსტონი – "ცხელი ძაღლი" რეჟ. ზაზა ურუშაძე; ექსპერტი კობახიძე – "მტვრის გემო" რეჟ. დავით ჯანელიძე; ადმინისტრატორი – "დარჩი ჩემთან" რეჟ. ზაზა ურუშაძე; 2020 წლის 20 იანვარს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ, პავლე ნოზაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. კინოსა და თეატრის მსახიობი. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის არქივი: web.archive.org; მოზარდ მაყურებელთა თეატრი: mozardi.ge; artinfo.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.216 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |