The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ აბაშიძე-გორლენკო

სიმონ აბაშიძე-გორლენკო
ოფიციალური სახელი:სიმონ აბაშიძე
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1836
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 1891  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ზაიზდის მიხეილის ეკლესია, ახლანდ. ჩერნიგოვის ოლქი, უკრაინა
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

იმერეთის თავად აბაშიძეთა წარმომადგენელი.

1853 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში; მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856); იყო საიმპერატორო ესკორტის ლაიბ-გვარდიის კავკასიური ესკადრონის საჭურველთმტვირთველი (1857), სუმის ჰუსართა პოლკის კორნეტი (1860); 1865-1882წწ. ირიცხებოდა საიმპერატორო ესკორტში; 1875 წლიდან იყო სოსნიცკის მაზრის (ახლანდ. ჩერნიგოვის ოლქი, უკრაინა) საპატიო მომრიგებელი მოსამართლე; 1882 წელს პოლკოვნიკის წოდებით ჩაირიცხა კავალერიაში; განსაკუთრებული გამონაკლისის სახით შეუნარჩუნდა საიმპერატორო ესკორტის კავკასიური ესკადრონის 1-ლი ქართული რაზმის მუნდირის ტარების უფლება; ითვლებოდა კავალერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალში; გარდაიცვალა მოსკოვში; 1891 წლის თებერვალში პანაშვიდი გადაუხადეს საქართველოშიც, დაბა ყვირილის (ახლანდ. ზესტაფონი) ეკლესიაში; ცოლად ჰყავდა (1861 წლიდან) ადელაიდა სიმონის ასული გორლენკო (აზნაური). სიმამრის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორის 1876 წლის 15 ივლისის განკარგულებით მიეცა უფლება შეერთებინა გორლენკოს გვარი და საგვარეულო გერბი და გადაეცა ისინი მამრობითი ხაზის უფროსი შთამომავლებისთვის. მისი ერთადერთი ვაჟი დავითი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა (1863), ამიტომ თავად აბაშიძე-გორლენკოს გვარი არ გაგრძელებულა. ქალიშვილი ნინო (დ. 1870 — გ. 1921) იყო ბარონ როდრიგ თეოდორ ფონ ბისტრამის ცოლი. "რუსეთის იმპერიის თავადაზნაურობის საგვარეულოთა გერბების საერთო კრებულის" მე-14 ნაწილში (1890) შეტანილია აბაშიძე-გორლენკოს ოფიციალურად დამტკიცებული გერბი (1886); თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1881).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამფუძნებელი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1853 - წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: