შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა კიკნაველიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1992 წელს. 1992-1993წწ. - თბილისის სამედიცინო აკადემია, ზოგადი ქირურგია, ექიმი-ინტერნი; 1993-1995წწ. - თბილისის უროლოგიის ინსტიტუტის, ორდინატორი; 1995-2000წწ. - უროლოგიის ეროვნული ცენტრი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2011წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2004წწ. - მანჰაიმის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), უროლოგიის დეპარტამენტი; 2007-2009წწ. - კლინიკა "მერამედი", ექიმი-უროლოგი; 2009-2011წწ. - კლინიკა "გიდმედი", ექიმი-უროლოგი; 2011-2017წწ. - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი, უროლოგი; 2017-2019წწ. - დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ცენტრი, უროლოგი; 2011 წლიდან - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი, უროლოგია, განყოფილების ხელმძღვანელი; 2011-2015წწ. - სამედიცინო დირექტორი; 2015-2019წწ. - დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ცენტრი, სამედიცინო დირექტორი; 2015-2019წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული სპეციალისტი; 2019 წლიდან - ასისტენტ პროფესორი. კვლევის თემა: პროანგიოგენური ზრდის ფაქტორების ექსპრესია პროსტატის კიბოს დროს. ექიმი-უროლოგი და ონკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.338; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge; საქართველოს უროლოგთა ასოციაცია: m.facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |