Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გიგუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს; 2014 წელს მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის, ხოლო 2017 წელს დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2015-2016 წლებში იყო ერასმუს მუნდუსის სტიპენდიანტი და სადოქტორო თემის ფარგლებში კვლევას ახორციელებდა ბასკეთის უნივერსიტეტში. 2014 წელს იყო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამა "ღია სამყაროს" (ვაშინგტონი, აშშ), ხოლო 2017 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭრით განხორცილებული ჰერტი მართვის სკოლის რეგიონული აკადემიის (ბერლინი, გერმანია) მონაწილე; 2021 წელს სწავლა განაგრძო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (London School of Economics and Political Science (LSE)) საჯარო მართვის ფაკულტეტის პროგრამაზე - ფინანსური და კომერციული რეგულირების მაგისტრი. 2013–2017 წწ. - იუსტიციის სამინისტრო, მრჩეველი; 2014–2019 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი; 2019 წ. ალკალას (მადრიდი) უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი; 2020–2021 წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) - ექსპერტი; 2017 წლიდან დღემდე - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის კანონშემოქმედებითი ჯგუფის კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი; 2019 წლიდან დღემდე კავკასიის უნივერსიტეტი - ასოცირებული პროფესორი. ასევე, 2013-2021 წწ. – იუსტიციის სამინისტროში "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალი კანონის პროექტის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი - წევრი (თანაავტორი); 2016–2017 წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ჯგუფის "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2018–2020" სამუშაო ჯგუფი - წევრი. არის ავტორი შემდეგი ნაშრომებისა: "მოდელური სალექციო კურსი საკორპორაციო სამართალში", "განმარტებები "მეწარმეთა შესახებ" კანონის პროექტზე", "კორპორაციის კაპიტალიზაციის მექანიზმების რეგულირება კაპიტალის ბაზრის სამართლის მიხედვით", "Legal Tools for the Development of Capital Market", "ოფშორულ ფინანსურ ცენტრებში ბიზნეს საქმიანობის თავისებურებები", "თანამედროვე სამეწარმეო სამართლის განვითარება საქართველოში - რეფორმის ძირითადი ასპექტები", "საფონდო ბირჟის მეშვეობით საზოგადოებაში დამატებითი ინვესტირების მოზიდვის მიზნით სააქციო საზოგადოებაში ზედამხედველობის ორგანოს გარდაქმნის აუცილებლობა". Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |