The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ მაზიაშვილი

ჯემალ მაზიაშვილი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი.

თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; 1967 წელს, მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, რუსთავის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელია; მარჯანიშვილისა და რუსთავის თეატრის სცენებზე მრავალი დასამახსოვრებელი როლი აქვს შესრულებული; 1991-2005 წწ. იყო რუსთავის თეატრის დირექტორი და დიდი წარმატებით უძღვებოდა თეატრის ადმინისტრაციულ-შემოქმედებით საქმიანობას; 1979 წელს, უნგრეთიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფის მიერ განხორციელებულ სპექტაკლში – "ის ლამაზი, მზიანი დღე" – ჯემალ მაზიაშვილის მიერ ძულას როლის შესრულება, უნგრეთის პრეზიდიუმის საპატიო სიგელით აღინიშნა; 1979-1980 წწ. დათიკო მეგრელიშვილის როლის განსახიერებისთვის გ. ბათიაშვილის პიესაში "ვალი" - სეზონის მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიაკუთვნეს; 1998 წელს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "ოქროს ნიღაბი" დაფუძნებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველოს პრეზიდენტის საპატიო სიგელი გადაეცა; 2017 წლის 30 ნოემბერს რუსთავის თეატრის 50 -ე საიუბილეო სეზონის ფარგლებში, ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ წიგნის "ჯემალ მაზიაშვილი" წარდგინება გაიმართა (ავტორი თეატრმცოდნე ვაჟა ძიგუა), ხოლო თეატრის წინ ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.456

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - ხელოვნების ქურუმი
  • 2003 - რუსთავის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: