The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ქარსელაძე

ვლადიმერ ქარსელაძე
Date of birth:6 April, 1947  (78 years)
Category:Businessmen, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით -საკონსერვო წაროების ტექნოლოგია 1970 წელს.

1970-1972წწ. სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი - "თბილქალაქპროექტი", უფროსი ტექნიკოსი; 1972-1973წწ. ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო  "სპუტნიკი", უფროსი რეფერენტი; 1973-1977წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1977-1978წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უფროსი ეკონომისტი; 1978-1979წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამმართველოს უფროსი; 1979-1981წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მთავარი სამმართველოს უფროსი; 1981-1986წწ. ხილ-ბოსტნეულის სამინისტროს რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლდამზადება" თავმჯდომარის მოადგილე; 1986-1988წწ. ხილბოსტნეულის შენახვისადა გადამუშავების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 1988-1989წწ. კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე; 1989-1994წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1994-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქაქრთველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.336

Member of Organizations

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი , წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ტურიზმისა და რეკრეაციის განვითარების ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", თავმჯდომარე (1999-2001)

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის ორდენი

Share: