Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ქარუმიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1972 წელს; შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1986 წელს. 1965-1966წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის პიონერთა სახლი, უფროსი ინსპექტორი; 1967-1971წწ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, რეჟისორის ასისტენტი; 1971-1972წწ. საქართველოს კომკავშირის ცეკას რეფერენტი; 1972-1973წწ. საქართველოს კომკავშირის ცეკას პროპაგანდისა და კულტმასობრივი მუშაობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1973-1979წწ. კომკავშირის კასპის რაიკომის პირველი მდივანი; 1979-1990წწ. სახალხო კონტროლის კასპის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; 1991-1994წწ. კასპის სასურსათო კომბინატი, დირექტორის მოადგილე; 1994-1996წწ. მთაწმინდის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, ფიზიკური დაბეგვრის განყოფილების გამგე; 1996 წელს- კასპის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1996-1999წწ. კასპის რაიონის გამგებელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №30 კასპის სააჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.336 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |