შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ კუჭავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1981-1983წწ. - ქ. ლენინგრადის პროფ. ნ.ნ. პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თორაკალური განყოფილება, კლინიკური ორდინატორი; 1983-1985წწ. – ქ. სოხუმის ონკოდისპანსერი, ექიმი ორდინატორი; 2002-2011წწ. - პროფ. ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე სამედიცინო და სამეცნიერო დარგში; 2012-2013წწ. - შპს "საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის" სამედიცინო მენეჯერი; 2013-2014წწ. - სს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" კლინიკური დირექტორი; 2014 წლიდან - კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ხელმძღვანელი. 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 1 გამოგონება, 2 მონოგრაფია. კვლევის თემა: ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციების ფილტვის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს დროს (მეთოდოლოგიური ასპექტები და შედეგები). ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები ფილტვის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს დროს", დაიცვა 1995 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.343; vipmed.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.248 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |