The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა კვაშილავა

კახა კვაშილავა
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობა 1997 წელს.
2002-2012წწ. მუშაობდა ჟურნალისტთა ასოციაციაში "პოსტფაქტუმი" ჟურნალისტად, რადიოწამყვანად, გადაცემის სცენარისტად, პროექტის მენეჯერად, რედკოლეგიის წევრად, რედაქტორად; 2009 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მოწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობს რამდენიმე აკრედიტირებულ (სახელმწიფო და კერძო) უნივერსიტეტში; ლექციებს კითხულობს რამდენიმე აკრედიტირებულ (სახელმწიფო და კერძო) უნივერსიტეტში; არის საერთაშორისო რედკოლეგიის წევრი ჟურნალისა "Black Sea Journal of Public and Social Science"  (თურქეთის რესპუბლიკა; dergipark.org.tr); არდაჰანის უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) I საერთაშორისო სიმპოზიუმის საერთაშორისო სამეცნიერო და სარეცენზიო კომიტეტის წევრი (ardahan.edu.tr); სამეცნიერო საბჭოს წევრი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალისა "ბიზნესი და კანონმდებლობა"; მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს "მადლობის სიგელი" /ორგზის/ ქ. თბილისის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროექტის "გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ" წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის"; 1998 წლიდან არის წევრი ინტელექტკლუბისა "რა? სად? როდის?"; საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის – 4 მონოგრაფიის ავტორი და 3 კოლექტიური მონოგრაფიის თანაავტორი) ქართულ, თურქულ, რუსულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე როგორც საქართველოში, ასევე – თურქეთში, ისრაელში, პოლონეთსა და უკრაინაში; იკვლევს ახალი და უახლესი პერიოდის აფხაზეთის ისტორიას, ქართულ-აღმოსავლური (ოსმალეთ / თურქეთი, ირანი, ავღანეთი) ურთიერთობათა ისტორიას; ისტორიის დოქტორი (2009), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ომის ვეტერანი, აფხაზეთში საომარი მოქმედებების მონაწილე.  
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ისტორიული სამურზაყანო. XVII-XVIIIსს. მიჯნა – 1840 წ.", დაიცვა 2009 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეომართა კავშირი, წევრი
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2022-)
  • სრულიად საქართველოს სოხუმელთა კავშირი, გამგეობის წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: