ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
სიკო კობიაშვილი
ოფიციალური სახელი: | სვიმონ კობიაშვილი |
დაბადების თარიღი: | 28 აგვისტო, 1902 |
გარდაცვ. თარიღი: | 1976 (73 წლის ასაკში) |
დაკრძალვის ადგილი: | ლევილის ქართველთა სასაფლაო, საფრანგეთი |
კატეგორია: | სამხედრო პირი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
სწავლობდა თბილისის სამხედრო სკოლაში (ქვეითი სპეციალობის იუნკერი); დაამთავრა გრუძიონძის ცენტრალური საკავალერიო სკოლა 1925 წელს. დაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურულ ოჯახში (ბიძამისი იყო პოლკოვნიკი ზურაბ კობიაშვილი); მონაწილეობდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომში; 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო ჯერ საბერძნეთში, შემდეგ პოლონეთში; 1922-1923წწ. სწავლობდა ვარშავის კადეტთა სკოლაში; გრუძიონძის ცენტრალური საკავალერიო სკოლის დამთავრების შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში; იყო პომერანიის მე-18 ცხენოსანი პოლკის მე-2 ლეიტენანტი, შემდეგ გრუძიონძის გარნიზონის კავალერიის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი (1927-1928); 1935-1937წწ. სწავლობდა პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კაპიტნის წოდებით განამწესეს ბიდგოშჩში პომერანიის ცხენოსან ბრიგადაში; II მსოფლიო ომის დასაწყისში პოლონეთის დამარცხების შემდეგ ნაცისტური გერმანიის სამსახურში ჩადგა და შეუერთდა ვერმახტის ქართული ლეგიონს; თავდაპირველად მეთაურობდა 799-ე ქვეით ბატალიონს, 1943 წლიდან კი - ლეგიონს; 1945 წლიდან იმყოფებოდა ბრიტანელების, შემდეგ ამერიკელების ტყვეობაში; გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ამერიკის შეერთებული შტატებში; მუშაობდა "ამერიკის ხმის" ქართულ სექციაში. სამხედრო მოღვაწე, ემიგრანტი.
წყარო: 8 ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიიდან / რუსუდან დაუშვილი. - თბ., 2014. - გვ.72-107
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველ "იუნკერთა კავშირი", წევრი (1928-1932)
|