შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მანაგაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1993 წელს. 1994-1998წწ. - ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2000წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან - უროლოგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2001-2011წწ. - უფროსი ორდინატორი; 2012 წლიდან - უროლოგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. 65-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: ლაზერის გამოყენება უროლოგიაში; შარდ-კენჭოვანი დაავადების, შარდსადენი მილის ენდოსკოპიური ქირურგია; ტრანსურეთრული ქირურგია; ონკოუროლოგია. ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თბილისის ტოპრაკი". მეთოდიკა, ქირურგიული ტექნიკა, ოპტიმიზაცია", დაიცვა 1997 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გაფართოებული ლიმფადენქტომია რადიკალური ცისტექტომიის დროს: საზღვრები, მოცულობა, მეთოდოლოგია", დაიცვა 2006 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.349; mkurnali.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |