The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა მეზვრიშვილი

ზაზა მეზვრიშვილი
Date of birth:4 August, 1964  (60 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1988 წწ. - რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება; 1996 წელს - სტაჟირება ქ. ლუნდის (შვედეთი) საუნივერსიტეტო კლინიკაში; 2002 წელს - სტაჟირება ქ. ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში; 2008 წელს - სტაჟირება ქ. (ლინცის) საუნივერსიტეტო კლინიკაში; 1988-1993წწ. ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების მქონე ლაბორანტი; 1993-1994წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1998წწ. - მეცნიერ-თანამშრომელი; 1998-2000წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2000-2006წწ. - უფროსი ორდინატორი; 2006-2011წწ. - წამყვანი სპეციალისტი; 2011 წლიდან - ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი; სამეცნიერო და პროფესიული ინტერესების სფერო - რეკონსტრუქციული ქირურგია უროლოგიაში, ონკოუროლოგია, მამაკაცთა უნაყოფობა. ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი უროლოგი, ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ექიმი-უროლოგი-ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დაბალი წნევის" საშარდე რეზერვუარების შექმნის მეთოდების ოპტიმიზაცია (კლინიკურ-ექსპერიმენტული გამოკვლევა", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის გერმინოგენური სიმსივნეების მკურნალობის ოპტიმიზაცია", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.352; ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი: urologycenter.gefacebook.com

Member of Organizations

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს უროლოგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - პრიზი საუკეთესო ნაშრომისათვის. “მიღწევები და პრობლემები ონკოლოგიურ უროლოგიაში” VI კონგრესი, როტერდამი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
    “სამამულო ქირურგიაში შეტანილი წვლილისათვის”

Share: