The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათიკო სრესელი

ოფიციალური სახელი:დავით სრესელი
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია 1896 წელს, შემდეგ იუნკერთა სასწავლებელი. 
თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან; 1904 წლიდან მსახურობდა თურქესტანის მე-10 მსროლელთა პოლკში; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რომლის დროსაც შტაბს-კაპიტნობიდან პოლკოვნიკობამდე დაწინაურდა; 1915 წელს დაიჭრა დასავლეთის ფრონტზე. 1916 წლის 25 მაისს სოფელ პშედმესტიცესთან ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვდა გიორგის იარაღით (1917). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ჯარში (მ. შ. 1920 წელს იყო სოხუმის გარნიზონის უფროსი). საბჭოთა ხელისუფლების წაქეზებით 1923 წელს გააძევეს თავის მამულიდან სოფ. ჯარიაშენში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში დააპატიმრეს და დახვრიტეს. პოლკოვნიკი.

წყარო: 1914-1918 დიდი ომის გმირების ხსოვნას: gwar.mil.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

გააზიარე: