The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ვარაზაშვილი

თამარ ვარაზაშვილი
სხვა სახელი:თალიკო ვარაზაშვილი
დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1989  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიტერატურათმცოდნე­ობის განხრით 1925 წელს.

თამარ ვარაზაშვილი დაიბადა მარგანეცის მრეწველისა და საზოგადო მოღვა­წის ისიდორე ვარაზაშვილისა და ვერა წერეთლის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის გერმანულ ჰუმანიტარულ ტექნიკუმში; 1935 წელს დააპატიმრეს მამასთან ერთად. 1936 წლის იანვარში საქართველოს სსრ­ უმაღლესის სასამართლოს სპეცკოლეგიამ ხუთწლიანი გადასახლება მიუსაჯა. სასჯელს იხ­დიდა კოლიმაზე. ვადის დამთავრების შემდეგ, 1947 წლამდე დატოვეს ე.წ. "თავისუფალ გადასახლებაში", გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა გორის და პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. რეაბილიტირებული იქნა 1960 წელს. გერმანისტი. 

წყარო: ქართულ გერმანული არქივი: german-georgian.archive.ge


გააზიარე: