The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარდენ აფხაძე

ვარდენ აფხაძე
Date of birth:1902  (123 years)
Date of death:19??
Category:Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წყალტუბო, ქუთაისის მაზრა.
ახალგაზრდობიდან უძღვებოდა საკუთარ მეურნეობას, მისდევდა ვაჭრობას.
იყო ცეკვის მასწავლებელი; 1930-იან წლებში, წყალტუბოში საკუთარ სახლში მოწყობილი ჰქონდა სასტუმრო, რომელსაც აქირავებდა დამსვენებლებზე; 1937 წელს ქალაქის აღმასკომმა მას გამოუცხადა რომ, სახლი "დახურულ ზონაში" ჰქონდა აშენებული და ამიტომ უნდა დაეშალა და სხვაგან გადასულიყო; მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მას ქუთაისის სასამართლომ 6 თვით იძულებითი სამუშაო მიუსაჯა; 1938 წლის 12 მაისს, წყალტუბოს საარჩევნო ოლქის შენობასთან, სადაც გამოფენილი იყო სსრკ პარტიული ლიდერების (ლენინის, სტალინის, ბერიას და სხვა...) დიდი ფერწერული პორტრეტები, ვარდენ აფხაძემ სახალხოდ, დემონსტრაციულად უცენზუროდ მოიხსენია ისინი; ის 1938 წლის 5 ივნისს დააპატიმრა საქართველოს სსრ შინსახკომის ქუთაისის რაიონული განყოფილების თანამშრომელმა - ჯიოევმა; იგი მოათავსეს ქუთაისის "გამსახლში" (ციხეში); 1938 წლის 10 ოქტომბერს გაასამართლა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიის გამსვლელმა სესიამ ქუთაისში; სპეცკოლეგიამ მას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა "შრომა-გასწორების კოლონიაში", დამატებით 3 წლით ხმის უფლების ჩამორთმევით; ვარდენ აფხაძე გადაასახლეს ციმბირში, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ დაიღუპა ბანაკში. გარდაცვალების კონკრეტული თარიღი უცნობია.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge


Share: