შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბერი თეოდოსი (მღვდელსქემმონაზონი)![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. თეოდორე ერისთავი დაიბადა რაჭაში, თავად გიორგი ერისთავის ოჯახში.1858 წელს შევიდა გელათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში, სადაც 1860 წლის 9 აპრილს, თევდორეს სახელით მანტიით შემოსეს. 1866 წლის 10 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ბერდიაკვნად დაასხა ხელი, იმავე წლის 25 დეკემბერს კი მღვდელმონაზვნად. 1880 წელს მამა თევდორე ათონს გაემგზავრა, მტკიცე გადაწყვეტილებით - იქ სამუდამოდ დარჩენილიყო, მაგრამ ეს არ იყო მისი ათონთან ურთიერთობის პირველი შემთხვევა. ათონთან მის ადრეულ კონტაქტებზე იქ საბოლოოდ გადასახლებამდე გვამცნობს უცნობი რუსი მემატიანე: "ჯერ კიდევ მორჩილმა, შემდეგ კი უკვე მღვდელმონაზონმა, თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, ორჯერ იმოგზაურა წმინდა ქალაქ იერუსალიმში, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი საფლავისა და წმინდა მიწის სხვა სიწმინდეების თაყვანსაცემად, და ორივეჯერ შემოიარა ათონის წმინდა მთაზე, რომელსაც ამგვარად, პირადად გაეცნო". XIX საუკუნის 70-იან წლებში, ათონზე რუსული პანტელეიმონის მონასტრის ღვაწლმოსილმა ბერებმა - მამა იერონიმემ და მამა მაკარიმ დაავალეს ათონის მონასტრის მფლობელობაში მყოფი მოსკოვის სამლოცველოს მღვდელმონაზონ არსენს (მინინი), მოეძებნა კავკასიაში ყოფილი ივერიის, აწ საქართველოს საზღვრებში ადგილი მონასტრის ასაშენებლად, იმ შემთხვევისათვის, თუკი ბერებს ათონის მონასტრის დატოვების აუცილებლობა შეექმნებოდათ. მამა არსენი, სხვა ბერებთან ერთად, გაემგზავრა კავკასიაში, შესაფერისი ადგილი იპოვა, სადაც შემდგომ მონასტრის დაარსებას შეუდგა. ამ საქმესთან დაკავშირებით მამა არსენს ხშირად უწევდა ქუთაისში, ეპისკოპოს გაბრიელთან (ქიქოძე) ჩასვლა, რომლის ეპარქიაშიც შედიოდა მაშინ სოხუმის ოლქი, სადაც ახლა მდებარეობს ახალი ათონის წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერი. მამა არსენმა მოილოცა მოწამეთისა და გელათის მონასტრები, სადაც გაიცნო მამა თევდორე, რომელიც არაერთხელ ახლდა მას ეპისკოპოს გაბრიელთან შეხვედრების დროს. ამგვარად, მამა თეოდორე პირადად მონაწილეობდა ახალი ათონის მონასტრის ადგილის შერჩევაში, არქიეპისკოპოსისგან ამ საქმეზე კურთხევის გამოთხოვის საქმეში და უფლის ნებით სწორედ უძველეს, წმინდა მოციქულ სვიმონ ზილოტის, ანუ კანანელის სახელობის ეკლესიასთან მის მოწყობაში. მამა არსენმა ახლოს გაიცნო მამა თევდორე და შესთავაზა კიდეც გადასულიყო საცხოვრებლად მასთან, ახალმოწყობილ მონასტერში, სადაც თითქმის არ იყვნენ მონაზვნები და სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევდა. თავდაპირველად მამა თევდორეს უარი არ უთქვამს გადასვლაზე, მაგრამ მისი გადასვლა რატომღაც არ შედგა, უფალი მას სხვა მისიისთვის ამზადებდა. XIX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს ათონს ეწვია ქართველი აზნაური ვახტანგ ბარკალაია და აქ აღიკვეცა ბერად ბენედიქტეს სახელით. მან ბერძნებისაგან შეიძინა ძველი კელია წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიით. მალე მამა ბენედიქტესთან დაიწყეს საქართველოდან ჩამოსვლა და ცხოვრება მონაზვნობის მსურველმა მისმა თანამემამულე ქართველებმა. მამა ბენედიქტეს ხშირად უხდებოდა საქართველოში, უფრო ხშირად იმერეთში ყოფნა. ყოველთვის, იყო რა გაბრიელ ეპისკოპოსთან, ის არა მარტო სთავაზობდა ეპისკოპოსს ყველა მსურველის მიღებას თავის ახალშენ, ეგრეთწოდებულ ახალივერიულ სავანეში, არამედ სთხოვდა კიდეც მათ გაგზავნას. მისი ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ამგვარი თხოვნის შემდეგ, ეპისკოპოსმა გაბრიელმა მამა თევდორეს შესთავაზა ათონზე გამგზავრება. მასთან ერთად გაემგზავრა მღვდელმონაზონი გერასიმე (სქემაში გიორგი), ისინი 1881 წლის მაისში ჩავიდნენ ათონში და მამა ბენედიქტეს მიერ დაარსებულ ქართულ, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სავანის საძმოს შეუერთდნენ. მალე მამა თევდორე სქემაში აღკვეცეს და უწოდეს თეოდოსი. ის თავისი მაღალი სულიერებით, უფლისთვის სათნო ცხოვრებით მალე გახდა ცნობილი მთელი ათონისათვის. ასე აღწერს მას მამა ვლადიმერი (კოლესნიკოვი): "მუყაითი მშრომელი ღვაწლმოსილი ბერი, კარგი ცხოვრების მოძღვარი". აღსანიშნავია მამა თეოდოსის პოზიცია ე.წ. "ქართულ საქმეში". როგორც ითქვა, 1869 წელს ათონზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი ბენედიქტე (ბარკალაია), ქუთაისის გუბერნიიდან და ივერიის მონასტერს გამოართვა უყურადღებოდ მიტოვებული წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის კელია. ქართველი და რუსი საზოგადოებისა და რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ამ კელიის აღდგენა. განსაკუთრებულ დახმარებას ამ საქმეში, უწევდნენ ათონის მთის რუსული სავანეები: წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერი და წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის სკიტი. ასეთი მხარდაჭერით მამა ბენედიქტემ მოკლე დროში არა მარტო აღადგინა ძველი შენობები, ააშენა ახალი ტაძარი, არამედ შეკრიბა დიდი საძმო (დაახლოებით 40 ბერი). ეს ყოველივე თვალში არ მოუვიდათ ივერთა მონასტრის ღვაწლმოსილ ბერებს და კელიის განვითარების შესაზღუდავად სხვადასხვა აკრძალვის დაწესება დაიწყეს. მაშინ მამა ბენედიქტემ ექსტრემალური ზომების მიღება გადაწყვიტა: რუსეთის საიმპერატორო კარის თანადგომით, ივერთა მონასტერს უჩივლა. ეს სასამართლო პროცესი თითქმის 40 წელს გაგრძელდა და ათონში მცხოვრები ყველა ქართველი ბერისათვის კატასტროფული შედეგით დასრულდა. 1919 წელს თითქმის ყველა მათგანი გამოაძევეს ათონიდან. სწორედ ამ საქმის მიმართ მამა თეოდოსის განსაკუთრებული პოზიცია ჰქონდა: ის ივერიის მონასტერთან უთანხმოების სამართლებრივი გზით გადაწყვეტის წინააღმდეგი იყო, სთავაზობდა სულიერების გზას, რასაც შეძლებისდაგვარად თავად ახორციელებდა. მამა თეოდოსი ამტკიცებდა, რომ ბერძენი ხალხი კეთილმორწმუნეა და ერთადერთი არგუმენტი, რასაც ისინი პატივს მიაგებენ, რის წინაშეც ქედს იხრიან, სიწმინდეა. ამის მაგალითად მოჰყავდა 1863 წელს გარდაცვლილი მღვდელსქემმონაზონი ილარიონ ქართველის დიდი პატივისცემა ბერძენი ბერებისგან. მამა თეოდოსის აზრით, ქართველ ბერებს ივერთა მონასტერთან სამართლებრივი და ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად კი არ უნდა ებრძოლათ, არამედ უნდა შეექმნათ მაღალსულიერი საძმო, რომლის სიწმინდე, ღვთისმოსაობა და ქრისტიანული ზნეობა ივერიის მონასტრის ბერებს აღუძრავდათ სურვილს, მათ გასაჭირს პატივისცემით მოჰკიდებოდნენ. მამა თეოდოსი სწორედ ამ ხაზის გატარებას ცდილობდა კელიის მოძღვრობისას. მამა თეოდოსის რეგულარული მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსიკის (წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი ათონზე, კალიმაქსების კინოვია იგივე რუსიკი) ღვაწლმოსილ ბერებთან, ეკითხებოდა რჩევას სასულიერო საქმეში, დახმარებას სთხოვდა ცხოვრებისეული და მატერიალური სიძნელეების დასაძლევად. მამა თეოდოსი 1905 წლის 25 მაისს აღესრულა. წყარო: ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |