Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ემანუილ ვარდიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არლი, ადიგენის რაიონი. სწავლობდა კონსტანტინეპოლის ქართველ კათოლიკეთა სავანეში. მღვდლად ეკურთხა რომში, 23 წლის ასაკში. ემანუილ ვარდიძე 1921-1966 წლებში, გარკვეული ინტერვალებით, თბილისის პეტრე და პავლე მოციქულთა კათოლიკური ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი იყო. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში კი, მას წმიდა საყდრის სამოციქულო ადმინისტრატორის ფუნქციაც დაეკისრა, როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, მამა ემანუელ ვარდიძე საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი, ეკლესიაში აქტიურად მუშაობდა: "ვარდიძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამერიკის, გერმანიის და იტალიის საკონსულოებთან თბილისში. მათი დახმარებით მან შესძლო საქველმოქმედო საქმიანობის გაშლა, სკოლების, ბავშვთა სახლებისა და უსახლკაროთა თავშესაფრების გახსნა". მისი აქტიურობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალე მას საერთოდ აუკრძალეს საქველმოქმედო საქმიანობა. შემდგომ კი დააპატიმრეს კიდეც. ემანუელ ვარდიძე, სხვადასხვა ვადით, 1921-1946 წლებში რელიგიური მოღვაწეობისა და საბჭოთა ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულების გამო 6-ჯერ იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. ემანულ ვარდიძე იყო საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ერთ–ერთი უკანასკნელი ქართველი კათოლიკე მღვდელი. წყარო: საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ოფიციალური მედია საშუალება: catholic.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |